пятница, 13 ноября 2009 г.

პროექტის სახელი: შიო-მღვიმე
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სრულყოფილად შეისწავლიან
შიო-მღვიმეს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას შიო მღვიმელზე.
შეისწავლიან მონასტრის ისტორიას, მოიპოვებენ თქმულებებს და რეალურ ფაქტებს ამ ადგილებთან დაკავშირებით.
შეისწავლიან მის გეოგრაფიულ მდებარეობას, ჰავას, იქაურ ფლორას და ფაუნას.
მოიპოვებენ ვიდეო მასალას შიო-მღვიმეზე. მოაწყობენ ექსკურსიას შიო-მღვიმეში, შეაგროვებენ ფოტომასალას პრეზენტაციისთვის. აიღებენ ინტერვიუს მონასტერში მოღვაწე ბერთან ან მოიწვევენ სასულიერო პირს.

მონაწილეთა ასაკი: 10-17 წელი/მე-4_მე-11 კლასი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2009წ_ნოემბერი_2010წ მაისი.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტში ვიდეო მასალის მოძიება, შიო-მღვიმის ისტორიული და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ამ ადგილის ამსახველი ფოტო მასალის მიხედვით პრეზენტაციის მომზადება, ფოტო გამოფენის მოწყობა, გაზეთის გამოშვება. სასულიერო პირის მოწვევა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროექტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნება ვებ-გალერეა შიო-მღვიმის ფოტო მასალით და ნახატებ სკოლაში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას აღნიშნული ადგილის შესახებ, ეს პრეზენტაციებიც განთავსდება პროექტის საიტზე.

სარგებელი სხვებისთვის: პროექტის საიტისა და სკოლებში მოწყობილი გამოფენების მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას შიო-მღვიმეზე. Mის სასულიერო მემკვიდრეობაზე. Mეტად გაუფრთხილდებიან ამ მემკვიდრეობას.
სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან. რუსთავის მეორე საჯარო სკოლა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში_ ისტორიაში(შეისწავლიან რა ადგილის ისტორიას, მის დანიშნულებას და როლს) გეოგრაფიაში( ამ ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრითა და კლიმატის, ფლორის, ფაუნის შესწავლით) ლიტერატურაში, ხელოვნებაში( ამ ადგილის ამსახველი ნახატების შესრულებით, ფოტო-გადაღებებით) საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მანანა დოლიძე. რუსთავის მეორე საჯაროსკოლის პედაგოგი.
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: avma92@gmail.com
პროეტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий